ჩემს შესახებ

ასოცირებული პროფესორი

Sunday, January 23, 2011

ხეხილის ბაღის გაშენება






    ბაღის გაშენების დროს უნდა ვიცოდეთ შემდეგი საკითხები:
  1. საბაღე ნაკვეთის შერჩევა. 
  2. ხეხილის ბაღის არეს დადგენა.
  3. გამანაყოფიერებელი ჯიშების შერჩევა
  4. ბაღის წყლით უზრუნველყოფა. დასხვა.
  5. ა) ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ისეთი ადგილები, სადაც წყალი არ გუბდება და კარგად იწრიტება.
  6. საბაღე ადგილის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის ადგილმდებარეობას:
  7. მხედველობაში უნდა მივიღოთ ადგილის რელიეფი ;დაქანება, მისი ექსპოზიცია, დაქანების მიმართულება მხარეების მიმართ.
ადგილის რელიეფის მიხედვით განირჩევა: ვაკე,, მთის კალთები, დაცემული დაბლობი, (მდინარის პირი) ,ექსპოზიციის მიხედვით :ჩრდილოეთის, სამხრეთის,  სხვა მიმართულების კალთები, ხოლო დაქანების სიძლიერის მიხედვით: ზომიერი(5-10გრადუსი) და ძლიერი(10 გრადუსზწ მეტი) დაქანებები.
   8. საბაღე ადგილის შერჩევისას  მხედველობაში უნდა მივიღოთ ბუნებრივი ქარსაცავების მოქმედება. თუ ბუნებრივი ქარსაცავი არ არის მაშინ ერთი ან ორი წლით ადრე ან ბაღის გაშენებასთან ერთად უნდა მოეწყოს ქარსაცავი ზოლები.
 9.ნაკვეთის შერჩევის დროს საჭიროა შემოწმდეს გრუნტის წყლის დონე.
10.ბაღის გაშენებისდროს უნდა 
შეირჩეს დამამტვერიანებელი ჯიშები თუ ამას კულტურები მოითხოვს.
11.სამრეწველო ბაღების გაშენებისას(50 და მეტი ჰექტრის პირობებში თარგი უნდა იყოს კვადრატული ან მართკუთხა.
12. ბაღებში ეწყობა გზები.
13.ასათვისებელი ბაღების გაშენების წინ ნაკვეთს ასუფთავებენ.




14. ნაკვეთი იხვნება 50 ან60 სმ _ის სიღმეზე
15. დაპლანტაჟების შემდეგ საჭიროა 20 ან 25 სმ ზე მოხვნა. რამდენიმე დღის შემდეგ კულტივაცია..
16. ორმოების ამოღება დარგვამდე 2-3 დღით ადრე.10-14 კგ ნაკელის შეტანით. 


17.დარგვის წინ საბოლოოდ შემოწმდეს და ფესვს  დაზიანებული  ნაწილი წაეკვეცოს.
 დარგვისას ფესვები ორმოში კარგად გაიშალოს მიეყაროს ფხვიერი მიწა  და ფეხით მაგრად
მიეტკეპნოს , მიწის მიყრისას ნერგი აწევ დაწევით ფრთხილად შეირხეს.
18.საქართველოს პირობებში , ყველგან , გარდა ახალქალაქის , ყაზბეგის და მესტიის რაიონებისა ხეხილის დარგვის საუკეთესო ვადაა -შემოდგომა.
19. დარგვის წინ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს.
20. დარგული ხეხილი უნდა გაისხლას
21. იმ რაიონებში სადაც ნალექი მცირე რაოდენობით მოდის საჭიროა დამულჩვა.
22. ზაფხულის განმავლობაში ბაღი 4-5 მოირწყოს. ასევე საჭიროა 4-5 ნიადაგის გაფხვიერება.
23 ყოველ  წელს საჭიროა მინ. სასუქების შეტანა ხოლო ოთხ წელიწადში ერთხელ ოპგანული.
24.აუცილებელია ვიცოდეთ/        დამამტვერიანებელი ჯიშების შესახებ.

--------------------------------    ვაშლი -----------------------------------------------------
გასანაყოფიერელი  ჯიშები--------------------------გამანაყოფიერებელი  ჯიშები

ზამთრის ოქროსფერი პარმენი.-----ლონდონის პეპინი ,ყვითელი ბერფლორი ,შამპანური რენეტი , სარი სინაპი.
შამპანური რენეტი -------------------- ლონდონის პეპინი ,როზმარინი თეთრი , ყვითელი ბერფლორი , ქართული სინაპი.
ზამთრის ბანანი ----------------------- კეხურა , შამპანური რენეტი ზამთრის ოქროსფერი პარმენი.
კანადური რენეტი ---------------------შამპანური რენეტი,
რკინა ვაშლი ----------------------------ქართული სინაპი.
ქართული სინაპი-----------------------ზამთრის ბანანი , ყვითელი ბერფლორი.
 კეხურა-----------------------------------ზამთრის ბანანი  ,შამპანური რენეტი , ყვითელი ბერფლორი.
-------------
---------------და სხვა.

-------------------------------------მსხალი ----------------------------------------------------------

ბერე -ბოსკი----------------------------------ვილიამსი , სამთრის დეჰანი , სენ - ჟერმენი.
ვილიამსი------------------------------------- ბერე - ბოსკი სენ - ჟერმენი.
შაქრის-----------------------------------------ვილიამსი .
გულაბი----------------------------------------ზამთრის დეჰანი.
კაიფერა---------------------------------------სენ - ჟერმენი
ხეჭეჭური-------------------------------------ბერე ბოსკი ,

----------------------------------კომში--------------------------------------------

ქართული მჟავე---------------------------------საკომპოტე , შილდური.
საკომპოტე----------------------------------------ქართული მჟავე ,
მალაჩინა------------------------------------------საკომპოტე.
შილდური----------------------------------------საკომპოტე.
---------------------------------ალუბალი-------------------
შპანკა------------------------------პოდბელსკი , ანატოლიის.
პოდბელსკი---------------------------ანატოლიის ,ინგლისური საადრეო.

----------------------------------ბალი--------------------------------------------

მაისის საადრეო ,---------------------ჟაბულე , დროგანა ყვითელი


-----------------------------------ქლიავი--------------------------------------

იტალიური უნგრულა-------------------------ეკატერინე.

ეკატერინე ----------------------------იტალიური უნგრულა.

1 comment:

  1. ძალიან საინტერესოა. საბაღე ადგილის რელიეფი რომ ახსენეთ, რომელია უკეთესი ხეხილის ბაღის გასაშენებლად? და კიდევ ერთ კითხვა მაქვს, ქართული ჯიშები რომლებია ჩამოთვლილიდან?

    ReplyDelete